skip to content
ახალი ამბები

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) 8 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე.

სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

„ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში. „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“.

ასევე წაიკითხეთ:

მსგავსი/Related

Back to top button