გაზეთი “ახალგაზრდა კომუნისტი”, 1979: სამხედრო ალიანსი
გაზეთი ახალგაზრდა კომუნისტი 27.12.1979
რედაქციისგან: გაზეთი “ახალგაზრდა კომუნისტი” საქართველოს კომკავშირულ-ახალგაზრდული, კომუნისტური პარტიის ოფიციალური ბეჭდური ორგანო იყო. აქედან გამომდინარე, მასში ქვეყნდებოდა საბჭოთა ხელისუფლების მიერ გამოცემული ოფიციალური ცნობები, გადაწყვეტილებები, ამავდროულად ხშირად ამახინჯებდნენ რეალობას და მათთვის სასურველი იდეოლოგიური პოზიციიდან აწვდიდნენ მკითხველს.
კონტექსტისთვის: საბჭოთა კავშირში დასავლეთის დემოკრატიული სახელმწიფოები დახატულნი იყვნენ როგორც აშშ-ს სატელიტები, რომლებიც უსიტყვოდ ასრულებდნენ მათ ბრძანებებს. საბჭოთა კავშირის მოსახლეობას ყოველდღიურ რეჟიმში აშინებდნენ დასავლეთში არსებული გაშმაგებული მილიტარიზმითა და ომის საფრთხით. სამაგიეროდ, სსრკ გამოყვანილი იყო, როგორც მშვიდობისა და თავისუფლებისთვის მეომარი სახელმწიფო.
გასულ კვირას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მ.ტეტჩერი ოფიციალური ვიზიტად იყო შეერთებულ შტატებში, სადაც მოლაპარაკება გამართა პრეზიდენტ ჯ.კარტერთან, აგრეთვე შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრს ჯ.ბრაუნსა და შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარეს გენერალ დ.ჯოუნსს. ბრიტანელ კონსერვატორთა ლიდერმა ისარგებლა ოკეანის გაღმა მგზავრობით (ეს პირველი მგზავრობა იყო, რაც მან მაღალი სახელმწიფო პოსტი დაიკავა) იმისათვის, რომ ცხადყო ურყევი ამერიკა-ინგლისის ალიანსისა, რომელიც ემყარება ინგლისის მზადყოფნას ხელი შეუწყოს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკური ზრახვების განხორციელებას.
ლონდონი, როგორც ცნობილია, ვაშინგტონის თავგამოდებული თანაშემწე იყო იმ ამბავში, რომ ნატოს ქვეყნებისათვის თავს მოეხვია გადაწყვეტილება დასავლეთ ევროპაში საშუალო სიშორის ახალი ამერიკული რაკეტულ-ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ, და წინადადება წამოაყენა ინგლისის აღმოსავლეთ ნაწილში განალაგონ 160 ასეთი რაკეტა. მან მხარი დაუჭირა ჩრდილოეთ ატლანტიკური ბლოკის საომარი მზადების გრძელვადიანი პროგრამას და “დიდი ინტერესით” მოეკიდა გასულ კვირას ამერიკის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებულ ამერიკის შეერთებული შტატების ხუთწლიან სამხედრო პროგრამას, ამასთან მ.ტეტჩერს არც ამჯერად გაუშვია ხელიდან შემთხვევა ამერიკელ “ქორებთან” ერთად გამოსულიყო მილიტარისტული ფსიქოზის გამჩაღებელთა როლში.
ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკების შედეგები გვიჩვენებს, რომ ინგლისი აპირებს კვალვაც მისდიოს ფარვატერში ამერიკის პოლიტიკას, განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე, სადაც დასავლეთი ცდილობს შექმნას ახალი, თავდაცვისთვის ხელსაყრელი სამხედრო-სტრატეგიული ვითარება. მოლაპარაკებების დღის წესრიგის დიდმნიშვნელოვანი საკითხი ყალიბდებოდა ფორმულით: “ხელი ხელს ბანს, ორთავე პირსაო”. მაგალითად, ვაშინგტონმა სავსებით დაუჭირა მხარი ლონდონის პოზიციას როდესაც საკითხში და მ.ტეტჩერის ჩასვლის წინ ოფიციალურად გაემიჯნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მიერ როდეზიის წინააღმდეგ შემოღებულ ეკონომიკურ სანქციებში მონაწილეობას. ლონდონი კი, თავის მხრივ, ვაშინგტონს მიემხრო ამერიკა-ირანის კონფლიქტში. “ჩვენ გიჭერთ და კვლავაც დაგიჭერთ მხარს”, – განაცხადა მ.ტეტჩერმა მისი შეხვედრის ცერემონიაზე თეთრ სახლში. და მაინც ვიზიტს არც ისე უმტკივნეულოდ ჩაუვლია, როგორც ორივე მხარეს სურდა. მთელ რიგ საკითხებში, როგორც პრესა იუწყება, თავი იჩინა უთანხმოებებმა და წინააღმდეგობებმა. მ.ტეტჩერმა საერთოდ მოიწონა ირანზე ზეგავლენის ამერიკული პოლიტიკა, მაგრამ ამავე დროს ხაზგასმით აღინიშნა, ინგლისის ამ ქვეყნის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებში მონაწილეობის მიღებას შეძლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილებას ხსენებული სანქციების შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭო გამოიტანს. თავის მხრივ ვაშინგტონი იმას დასჯერდა, რომ “პოლიტიკური მხარდაჭერა” გამოუცხადა ლონდონის პოზიციას ჩრდილოეთ ირლანდიის საკითხში და უარი უთხრა მიაწოდოს ზოგიერთი სპეციალური სახეობის ამერიკული იარაღი და აღჭურვილობა ოსტერში მყოფი ინგლისელი დამსჯელებისთვის.
ბ.პილნიკოვი (საქდესი)