skip to content
ახალი ამბები

2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 1.6%-ით გაიზარდა

„საქსტატის“ მიერ 13 აგვისტოს გამოქვეყნებული ექსპრეს მონაცემების თანახმად, 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12.564 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6%-იანი ზრდაა.

„საქსტატის“ მონაცემებით, ექსპორტი 1.4%-ით შემცირდა და 3.530 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 2.9%-ით, 9.035 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 5.505 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.8%-ია.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს „საქსტატი“ 19 აგვისტოს გამოაქვეყნებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button