ახალი ამბები

გრიგოლ ლილუაშვილი: ფრანგულ მხარეს არასში თავდამსხმელის მამასთან დაკავშირებით საქართველოსთვის არ მოუმართავს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა, რომ ქალაქ არასში თავდასხმაში ბრალდებულის მამასთან დაკავშირებით საფრანგეთის საგამოძიებო სამსახურებს საქართველოსთვის არ მოუმართავთ.

რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქ არასში 13 ოქტომბერს სკოლის მასწავლებელზე თავდასხმისთვის და მკვლელობისთვის დაკავებული 20 წლის მოჰამედ მოგუჩკოვის მამა საქართველოში ცხოვრობს, „სადაც ის ჯერ არ დაუკითხავთ“. გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტი ჯიჰადისტური იდეოლოგიის მიმდევარი იყო და მამამისის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. ეს უკანასკნელი 2018 წელს საფრანგეთიდან გააძევეს.

ჟურნალისტის კითვაზე ლილუაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნულ საქმეს საფრანგეთის საგამოძიებო სამსახურები იძიებენ და მათ საქართველოსთვის სამართლებრივი დახმარების თხოვნით არ მოუმართავთ. „სამართლებრივი დახმარების შესახებ, როგორც წესი, იგზავნება მოთხოვნა და შემდეგ ამის ფარგლებში ხდება საგამოძიებო საქმიანობის დაგეგმვა. ასეთი, როგორც ვიცი, არ ყოფილა“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button