ახალი ამბები

„აგენტების“ კანონის გამო არასამთავრობო ორგანიზაციები ღია მმართველობა საქართველოს საბჭოს და სამუშაო ჯგუფს ტოვებენ

საქართველოს ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა 11 ივნისს განაცხადეს, რომ მათ ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება დატოვონ როგორც საბჭო, ასევე მისი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი „ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი“ და ამის მიზეზად „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მიღება დაასახელეს, რომელიც, ღია მმართველობის პარტნიორობის შეფასებით, „დისკრიმინაციულია, ახდენს სტიგმატიზაციას და ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და მოწყვლადი ჯგუფების გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას“.

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ რომ „„რუსული კანონი“ პირდაპირ არღვევს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ძირითადი ღირებულებებსა და პრინციპებს“ და მოუწოდებენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას უმოკლეს ვადაში მოამზადოს საქართველოს ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულებაში შესატანი ცვლილებების პროექტი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს მთავრობას.

განცხადებას ხელს აწერენ საერთაშორისო გამჭვირვალობა−საქართველო; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი; ეკონომიკური პოლიტიკისა და კვლევის ცენტრი; ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button