skip to content
ახალი ამბები

ნინო წილოსანის მოთხოვნით, კრიტიკულ ჟურნალისტებს პარლამენტის შენობაში მუშაობა აეკრძალათ

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანის მოთხოვნით, ორ ჟურნალისტს ოპოზიციური ტელეკომპანიებიდან საკანონმდებლო ორგანოს შენობაში მუშაობა დროებით აეკრძალათ. „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მათი აკრედიტაციის შეჩერება მას შემდეგ მოითხოვა, რაც მისი უარის მიუხედავად, ჟურნალისტები მაინც ითხოვდნენ მისგან კითხვებზე პასუხის გაცემას.

4 ივნისს ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს სოფო გოზალიშვილს ექვსი თვით, 4 დეკემბრამდე, პარლამენტში მუშაობა აეკრძალა. პარლამენტის წერილში ნათქვამია, რომ „მიუხედავად უარის თქმისა, ჟურნალისტი კვლავ აგრძელებდა ინტერვიუს ჩაწერის მცდელობას“.

მსგავსი ინციდენტი ერთი დღით ადრე, 3 ივნისსაც მოხდა, რის შედეგადაც ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტს, ნინი ბალანჩივაძეს საკანონმდებლო ორგანოს შენობაში მუშაობა ერთი თვით აეკრძალა. ვიდეო კადრებში ჩანს, რომ როდესაც ჟურნალისტმა აშშ-ის მოსალოდნელ სანქციებზე ითხოვა კომენტარის გაკეთება, დეპუტატმა ნინო წილოსანმა, რომელმაც მხარი დაუჭირა უცხოელი აგენტების შესახებ კანონს, უარი თქვა პასუხის გაცემაზე და დაემუქრა ჟურნალისტს: „მე გავაკეთებ განაცხადს, რომ თქვენ დაგასანქცირონ“.

აკრძალვები მას შემდეგ ამოქმედდა, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 2023 წლის თებერვალში ბრძანება გამოსცა საპარლამენტო ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციისა და ქცევის წესების შესახებ. წესები ავალდებულებს ჟურნალისტებს, რომ პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუზე უარის შემთხვევაში შეწყვიტონ ინტერვიუ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button