skip to content
ახალი ამბები

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მირზა გელაშვილმა 25 მაისს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გაავრცელა. მართალია გადაწყვეტილების მიზეზი არ დაუკონკრეტებია, თავის მოკლე განცხადებაში გელაშვილმა ხაზი გაუსვა თავის ერთგულებას ევროპული ინტეგრაციის მიმართ და განაცხადა, რომ „საქართველოს მომავალი ევროპაშია“.

გელაშვილმა გადაწყვეტილება საქართველოსა და მის დასავლელ პარტნიორებს შორის უპრეცედენტოდ მაღალი დაძაბულობის ფონზე მიიღო. შეერთებულმა შტატებმა უკვე დააანონსა სანქციები „უცხოელი აგენტების“ კანონზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ. ამავდროულად, აშშ-ს კონგრესსა და სენატში საქართველოს შესახებ ორი კანონპროექტია ინიცირებული.

„კოლეგებს და პარტნიორებს—განსაკუთრებით მათ, ვისაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პირადად ვერ დავემშვიდობე—მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის და გისურვებთ წარმატებებს!“, – წერს გელაშვილი.

ერთი დღით ადრე, ფინანსთა მინისტრის კიდევ ერთმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ არსებული ფორმით კანონის ძალაში შესვლას ეწინააღმდეგება ძალიან ბევრი დასავლური ორგანიზაცია და ქვეყანა. მისი თქმით, „მიზანშეწონილია“ კანონში ცვლილებების შეტანა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button