აშშ სავიზო შეზღუდვების დაწესებასა და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის გადახედვას გეგმავს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 23 მაისს საქართველოში დემოკრატიის შელახვისთვის სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა, ასევე აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ზედმიწევნით გადახედვა დააანონსა. შეზღუდვები შეეხება იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების ჩახშობაზე ძალადობის ან დაშინების გზით.
ბლინკენის განცხადებაში ნათქვამია, რომ „უცხოური გავლენის კანონი“, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შეიმუშავა და მიიღო, „ხელს შეუშლის გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების განხორციელებას, იმ ორგანიზაციების სტიგმატიზაციას მოახდენს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს ემსახურებიან, შეაფერხებს დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის ინფორმაციის მიწოდება მუშაობენ“.
ამგვარად, სახელმწიფო დეპარტამენტის სავიზო შეზღუდვები შეეხება „იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ან მონაწილეობენ საქართველოში დემოკრატიის შეფერხებაში, ისევე როგორც მათი ოჯახის წევრებს“.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონისადმი საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგობის საპასუხოდ, ხელისუფლებამ მშვიდობიანი განსხვავებული აზრის ჩასახშობად დაშინებისა და ძალადობის კამპანია გააჩაღა. განცხადებაში ასევე ნათქვამია: „როგორც „ეროვნული უსაფრთხოების კანონი“, ასევე რეპრესიული ტაქტიკა, რომელიც ლეგიტიმური განსხვავებული აზრის ჩასახშობად იქნა გამოყენებული, ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, რისი უფლებაც ქართველ ხალხს აქვს, და ეწინააღმდეგება საქართველოს დიდი ხნის გაცხადებულ მიზანს, რომელიც მის კონსტიტუციაშიცაა ასახული და რომელიც ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ პარტნიორობას ეხება“.
შეზღუდვები ასევე ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების ჩახშობაზე ძალადობის ან დაშინების კამპანიის გზით.
ამასთანავე, ნებისმიერი პირი, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს საქართველოში – მათ შორის, საქართველოს 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების წინ, მის განმავლობაში და შემდგომ პერიოდში“, ვერ შეძლებს ამერიკული ვიზის მიღებას და აშშ-ში გამგზავრებას. იგი შეზღუდვები შესაძლოა შეეხოს მათ უშუალო ოჯახის წევრებსაც.
სახელმწიფო მდივანმა შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის „ზედმიწევნით გადახედვის“ დაწყების შესახებაც გააკეთა განცხადება.
დასასრულს, სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა: „იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ კანონპროექტს და გადადგამენ ნაბიჯებს თავიანთი ქვეყნის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის. ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განხილვისას, გავითვალისწინებთ საქართველოს ქმედებებს საკუთარი გადაწყვეტილების მიღებისას“.
სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმიგრაციისა და ეროვნული აქტის 212 (a)(3)(C)-ე პუნქტის შესაბამისად ხორციელდება და უფლებას აძლევს სახელმწიფო დეპარტამენტს სავიზო შეზღუდვები განახორციელოს ინდივიდუალური პირების მიმართ, იქნებიან ესენი ამჟამინდელი თუ ყოფილი სახელმწიფო თუ არასახელმწიფო სუბიექტები, რომელიც პასუხისმგებელნი არიან ან მონაწილეობენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, მათ შორის ძალადობის, ძალის ან იძულების გამოყენებით, რათა ხელი შეუშალონ სამოქალაქო ან პოლიტიკური უფლებების განხორციელებას. იგივე ეხება ასეთი პირების ოჯახის წევრებსაც.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)