skip to content
ახალი ამბები

სენატორები: კონგრესი საქართველოს მიმართ აშშ-ს პოლიტიკის ცვლილებას განიხილავს

ამერიკელმა სენატორებმა ჯიმ რიშმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა და ჯინ შაჰინმა, ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, ასევე აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ბენ კარდინმა და კიდევ რვა სენატორმა „ღრმა იმედგაცრუება“ გამოხატეს საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის მიღების გამო.

„ეს კანონი მიიღეს იმ ასობით ათასი ქართველის სურვილის საწინააღმდეგოდ, რომლებიც მის წინააღმდეგ მშვიდობიან პროტესტს აგრეძელებენ და რომელიც გამოყენებული იქნება არა მხოლოდ სიტყვის თავისუფლების შესაზღუდად, არამედ საქართველოში დემოკრატიის წინსვლასაც შეუშლის ხელს“, – ნათქვამია სენატორების განცხადებაში.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრების წინა წერილზე დაყრდნობით, სენატორებმა განაცხადეს, რომ „ამ კანონპროექტის მიღება მოითხოვს კონკრეგისგან, რომ განიხილოს აშშ-ის პოლიტიკის ცვლილება საქართველოს მიმართ“, მათ შორის „სანქციები იმ პირებზე, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე, ასევე სავიზო აკრძალვები და აშშ-ის პირდაპირი დახმარების გადახედვა“.

სენატორების თქმით, ისინი გააგრძელებენ ქართველი ხალხის მხარდაჭერას.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button