skip to content
ახალი ამბები

სახალხო დამცველი მომიტინგეების პოლიტიკური, საქმიანობისა და მოსაზრების ნიშნით დევნაზე საუბრობს

საქართველოს სახალხო დამცველმა 13 მაისს განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას აქციებზე დაკავებული პირების მონახულების შედეგების შესახებ, მათ შორის, მათ მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალის გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის მონაცემების შესახებ.

„აღსანიშნავია, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებზე, ჟურნალისტებსა და აქციის მონაწილეებზე თავდასხმის ფაქტებში იკვეთება პოლიტიკური, საქმიანობისა და მოსაზრების ნიშნით ადამიანთა დევნის ნიშნები, რაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებულ ადამიანთა ინდივიდუალურ უფლებებს, ისე დემოკრატიული საზოგადოებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ძირითად პრინციპებს“, – აღნიშნავს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ მან მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ოპოზიციის წევრებზე, აქტივისტებზე, ჟურნალისტებზე და კანონპროექტის წინააღმდეგ მომიტინგე მოქალაქეებზე თავდასხმების დროული და ეფექტური გამოძიების მოთხოვნით. სახალხო დამცველის აპარატმა ასევე მოითხოვა ტელეკომპანია „ტვ პირველთან“ შესაძლო ჩასაფრებისა და ამავე ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფის საქმიანობის ხელშეშლის ფაქტის გამოძიება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button