ახალი ამბები

ფოტოამბავი: „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ – აქცია „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტის წინააღმდეგ

9 აპრილის 35 წლის იუბილეზე ქართველი აქტივისტები რუსთაველის გამზირზე რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით კიდევ ერთხელ გამოვიდნენ, ამჯერად მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახალი ინიცირების გასაპროტესტებლად. მსვლელობა სახელწოდებით „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ საქართველოს პარლამენტის შენობის წინ დასრულდა, სადაც 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიამ ანტისაბჭოთა მიტინგი სასტიკად დაარბია, რასაც სულ მცირე 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შარშანდელი მასობრივი საპროტესტო აქციებიდან ზუსტად ერთი წლის თავზე, რის შედეგადაც მმართველი პარტია იძულებული გახდა იგივე კანონპროექტი უკან გაეწვია, ხალხი კიდევ ერთხელ გამოვიდა ქუჩაში, რათა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ მტკიცე მხარდაჭერაა გამოეხატა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button