ახალი ამბები

სუსი „ჰავანის სინდრომის“ შესახებ ბრალდებებს ეხმიანება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) 9 აპრილს ქართული მედია საშუალებები სუსის დისკრედიტაციის მცდელობაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც მათ 60 Minutes-ის, The Insider-ისა და Der Spiegel-ის მიერ განხორციელებული ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიების შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს, რომლის თანახმადაც ამერიკელი დიპლომატები თბილისში „ჰავანის სინდრომად“ წოდებული რუსული აკუსტიკური თავდასხმის სამიზნე გახდნენ.

უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ და სახელმწიფო დეპარტამენტმა „თავადვე ეჭვქვეშ დააყენეს შემოთავაზებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგების რეალურობა და არ დაადასტურეს ჟურნალისტების მიერ გამოქვეყნებული ფაქტების არსებობა“. სუს-ის თქმით, აშშ-ის რეაგირება იყო „სავსებით ამომწურავი“ და „სრულად დაკმაყოფილდა საზოგადოების ინტერესი“. შესაბამისად, სუსი თვლის, რომ არსებული ვერსიის უსაფუძვლობის ხელახლა მტკიცება საჭირო არ არის.

„სამწუხაროა, რომ ამერიკელი პარტნიორების მხრიდან ამომწურავი განმარტების მიუხედავად, საქართველოში მაინც აღმოჩნდნენ პოლიტიკურად ანგაჟირებული ცალკეული პირები და მედიასაშუალებები, რომლებიც შეეცადნენ ეს საკითხი, როგორც ყოველთვის, გამოეყენებინათ სპეკულაციებისთვის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დისკრედიტაციის მცდელობისთვის“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

უსაფრთხოების სამსახური ხაზს უსვამს, რომ რეგიონში მომატებული გამოწვევების ფონზე უსაფრთხოება ქვეყანაში დაცულია მაქსიმალურ დონეზე, რაც „გამოიხატა კიდეც ბოლო წლების მშვიდობიან თანაცხოვრებაში“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button