ახალი ამბები

დამოუკიდებელი მედია საშუალებები „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას გმობენ

ქართულმა დამოუკიდებელმა ონლაინ მედია საშუალებებმა 3 აპრილს, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც დაგმეს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირება. მედია საშუალების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შემოღებული კანონი გაანადგურებს დამოუკიდებელ საზოგადოებას და მედიას, გააჩუმებს კრიტიკულ ხმებს და განდევნის საქართველოს ევროპული ოჯახიდან.

„ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მოგვატყუა და მწვავე სახალხო პროტესტის შედეგად, ერთი წლის წინ ჩაგდებული რუსული კანონი წინასაარჩევნოდ უკან დააბრუნა. რუსული კანონის მთავარი მიზანია დამოუკიდებელი საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების განადგურება, თავისუფალი სიტყვის ჩახშობა, ტოტალური კონტროლის დამყარება საზოგადოებრივ აზრზე. იმ მედიის გაქრობა, რომელიც ხელისუფლებას მუდმივად ამხელს კორუფციაში, ნეპოტიზმში, სიღატაკეში, ადამიანის უფლებების დარღვევაში, დაპირებების შეუსრულებლობაში:, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც მედია საშუალებების წარმომადგენლები აცხადებენ,  „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონი საქართველოს გარიყავს ევროპული ოჯახიდან და დაასამარებს მის დასავლურ მომავალს. მათი თქმით, რუსულმა კანონმა რუსეთში უკვე გაანადგურა დამოუკიდებელი მედია და საზოგადოებრივი ორგანიზაციები და რეჟიმის წინაშე, რუსეთის საზოგადოება დარჩა სრულიად დაუცველი. „ჩვენ არ დავუშვებთ რუსული კანონის მიღებას, ბოლომდე გავუწევთ მას წინააღმდეგობას და დამოუკიდებელი მედია მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“ შეწყვიტოს თავდასხმა თავისუფლებაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button