ახალი ამბები

მექსიკურმა ნარკოკარტელმა მექსიკის საზღვართან საქართველოს მოქალაქეები გაიტაცა

მექსიკურმა ნარკოკარტელმა, გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს 30-მდე მოქალაქე მექსიკის საზღვრის მახლობლად მძევლად აიყვანა და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 90 000 აშშ დოლარს ითხოვს. ინფორმაცია ამის თაობაზე „მთავარმა არხმა“ 16 მარტს გაავრცელა. საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის ქალები, უკვე სამი დღეა მძევლად იმყოფებიან.

უკვე წლებია, საქართველოს მოქალაქეები მექსიკის საზღვარს საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ამერიკის შეერთებულ შტატებში უკანონოდ შესასვლელად იყენებენ.

„[საქართველოს] საელჩო კავშირზეა მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან დამატებითი ინფორმაციის  მიღების მიზნით და არკვევს მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს. საელჩო კავშირზე რჩება მოქალაქეთა ოჯახის წევრებთან, მათთან, ვინც მიმართა საელჩოს ოჯახის წევრის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button