ახალი ამბები
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გათავისუფლდა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 29 თებერვალს ხელი მოაწერა ბრძანებას მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის რევაზ ჯაველიძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ჯაველიძემ აღნიშნული თანამდებობა 2022 წლის მაისში დაიკავა.
მთავრობის ადმინსტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ილია შამუგია ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. სავარაუდოდ, სწორედ ის შეცვლის ჯაველიძეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე.
ასევე წაიკითხეთ:
- 01/03/2024 – ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა
- 08/02/2024 – პარლამენტმა პრემიერ-მინისტრი და მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)