საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას „ტროას ნაკვალევი 2024“ მასპინძლობს
ევროპაში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების სარდლობის (SOCEUR) ორგანიზებით, საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ტროას ნაკვალევი 2024“ იმართება.
„მომდევნო ორი კვირის განმავლობაში საქართველოს, აშშ-ის, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ძალები მსოფლიო პარტნიორთა და მოკავშირეთა ქსელში თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაუმჯობესებაზე იმუშავებენ“, – განაცხადა აშშ-ის საელჩომ საქართველოში 5 მარტს.
Georgia is hosting the multinational special operations military exercise "Trojan Footprint"! During the next 2 weeks, Georgia, the United States, NATO members and partner country military forces will work on improving cooperation and coordination among a global network of… pic.twitter.com/iIzpSSkHFc
— U.S. Embassy Tbilisi (@usingeo) March 5, 2024
სწავლება პარალელურად სამ ქვეყანაში – რუმინეთში, საბერძნეთსა და საქართველოში ტარდება. საქართველო უკვე მესამედ მონაწილეობს სამხედრო სწავლებაში.
საქართველოში ჩასატარებელ კომპონენტში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, რუმინეთის, პოლონეთისა და ესპანეთის სპეციალური დანიშნულების ძალების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
სწავლებაში, ასევე ჩაერთვებიან ეროვნული გვარდიის ტერიტორიული თავდაცვის რეზერვისტები და მოხალისეთა ორგანიზაციების წარმომადგენლები, განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
ასევე წაიკითხეთ:
- 17/05/2022 – საქართველომ სამხედრო სწავლებაში „ტროას ნაკვალევი“ მიიღო მონაწილეობა
- 04/05/2021 – საქართველო აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ევროპის სარდლობის წვრთნებში მონაწილეობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)