
2024 წლის თებერვალში წლიური ინფლაცია 0.3% იყო
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 4 მარტს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2024 წლის თებერვალში წლიური ინფლაცია 0.3% იყო, წინა თვესთან შედარებით კი – სამომხმარებლო ფასები 0.04%-ით შემცირდა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (8.6%-იანი ზრდა); ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო (5.5%-იანი ზრდა); ტრანსპორტი (4.8%-იანი ზრდა); და სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (3.5%-იანი კლება).
რაც შეეხება ყოველთვიურ ინფლაციას, აქ ფასების ჩამოყალიბებაზე ძირითადი გავლენა შემდეგ ჯგუფებზე ფასების ცვლილებამ იქონია: ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო (1.9%-იანი ზრდა); ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (1.4%-იანი ზრდა); ჯანმრთელობის დაცვა (0.8%-იანი ზრდა); ტრანსპორტი (1.0%-იანი კლება); და ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (4.6%-იანი კლება).
რაც შეეხება სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფს, ფასები კლება თებერვალში დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-18.7%); ბოსტნეული და ბაღჩეული (-14.2%); პური და პურპროდუქტები (-9.8%); რძე, ყველი და კვერცხი (-5.0%). ამასთან, ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (21.0%); ხორცი და ხორცის პროდუქტები (4.5%); მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.1%); შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.0%); ყავა, ჩაი და კაკაო (1.8%); თევზეული (1.6%).
ასევე წაიკითხეთ:
- 02/02/2024 – 2024 წლის იანვარში წლიური ინფლაცია 0.0% იყო
- 08/01/2024 – 2023 წლის დეკემბერში წლიური ინფლაცია 0.4% იყო
- 04/12/2023 – ნოემბერში წლიური ინფლაცია 0.1% იყო
- 03/11/2023 – ოქტომბერში წლიური ინფლაცია 0.8% იყო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)