
2024 წლის იანვარში წლიური ინფლაცია 0.0% იყო
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 2 თებერვალს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2024 წლის იანვარში წლიური ინფლაცია 0.0% იყო, წინა თვესთან შედარებით კი – სამომხმარებლო ფასები 0.3%-ით გაიზარდა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (9.2%-იანი ზრდა); ტრანსპორტი (4.3%-იანი ზრდა); ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო (3.5%-იანი ზრდა); ჯანმრთელობის დაცვა (3.3%-იანი კლება); და სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (2.4%-იანი კლება).
რაც შეეხება ყოველთვიურ ინფლაციას, აქ ფასების ჩამოყალიბებაზე ძირითადი გავლენა შემდეგ ჯგუფებზე ფასების ცვლილებამ იქონია: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (1.7%-იანი ზრდა); ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (1.4%-იანი ზრდა) და საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი (3.3%-იანი კლება).
რაც შეეხება სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფს, ფასები იანვარში გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (5.9%); ხილი და ყურძენი (4.7%); შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (3.9%); თევზეული (2.9%); ზეთი და ცხიმი (2.1%); რძე, ყველი და კვერცხი (1.7%).
ასევე წაიკითხეთ:
- 08/01/2024 – 2023 წლის დეკემბერში წლიური ინფლაცია 0.4% იყო
- 04/12/2023 – ნოემბერში წლიური ინფლაცია 0.1% იყო
- 03/11/2023 – ოქტომბერში წლიური ინფლაცია 0.8% იყო
- 03/10/2023 – სექტემბერში წლიური ინფლაცია 0.7% იყო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)