skip to content
ახალი ამბები

თავდაცვის მინისტრმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მე-19 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის 19-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა.  

ე.წ. რამშტანის ჯგუფის შეხვედრას უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები დაესწრნენ.

„უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფმა მე-19 შეხვედრა დაასრულა. თითქმის 50 ქვეყანა შეიკრიბა უკრაინის საბრძოლო საჭიროებების განხილვისა და გრძელვადიან პერსპექტივაში რუსულ აგრესიაზე გამარჯვებისთვის უკრაინის ძალების მომზადებაში დახმარების მიზნით“, – დაწერა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა Twitter-ზე.

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის პირველი შეხვედრა 2022 წლის აპრილში გაიმართა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button