skip to content
ახალი ამბები

განახლება: დასავლეთ საქართველოში მომხდარ სტიქიურ უბედურებას სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა

აჭარასა და იმერეთში მომხდარ სტიქიურ უბედურებას სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა. 6 თებერვალს აჭარის რეგიონში მომხდარი სტიქიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისში მეწყრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ამავე რეგიონში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში ზვავში ორი ადამიანი მოყვა, რის შედეგადაც ერთი დაიღუპა, მეორე კი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ “სამოქალაქო საქართველოს” დაუდასტურა, რომ 7 თებერვალს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეთში მეწყერს ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. ერთი ადამიანი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი.

შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ადგილებზე 200-ზე მეტი მეხანძრე და მაშველი იმყოფება. მობილიზებულია შესაბამისი აღჭურვილობა, მათ შორის დრონები და კინოლოგიური ჯგუფი.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ღრმა მწუხარება“ გამოთქვა დაღუპულთა გამო და მათ ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილი „შემაძრწუნებელი ტრაგედიების“ შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ „ჩვენი გმირი მაშველები თავს არ ზოგავენ ძებნა-შველის ოპერაციაში“.

დაღუპულთა გამო მწუხარება თბილისის მერმა კახა კალაძემაც გამოთქვა.

შენიშვნა: მასალა განახლდა 7 თებერვალს 13:35 საათზე და მას პარლამენტის თავმჯდომარის კომენტარი დაემატა, ასევე განახლდა 7 თებერვალს 18:00 საათზე და 8 თებერვალს 11:20 საათზე და მას შსს-ს განახლებული ინფორმაცია დაემატა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button