ახალი ამბები

გაგლოევი ოკუპირებულ ცხინვალში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას გეგმავს

დე-ფაქტო ხელისუფლება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას გეგმავს, განაცხადა ოკუპირებული რეგიონის ლიდერმა ალან გაგლოევმა 28 დეკემბერს გამართულ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე. გაგლოევის თქმით, მათი უპილოტო საფრენი აპარატები გამოყენებული იქნება როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო მიზნებისთვის.

გაგლოევმა ასევე აღნიშნა, რომ სპეციალისტების პირველი ჯგუფი ამჟამად რუსეთში დრონების მართვისა და აწყობის კურსებს ამთავრებს და რეგიონში დაბრუნებისას, ისინი „შეძლებენ ასწავლონ უპილოტო საფრენ აპარატებთან მუშაობა“.

უკრაინაში რუსეთის ომის გამოცდილებიდან გამომდინარე, „სადაც წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები, ვაცნობიერებთ, რომ აუცილებელია ჩვენი შეიარაღებული ძალების უპილოტო ავიაციით გაძლიერება და ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, – დასძინა გაგლოევმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button