ახალი ამბები

„შენი ხმა ევროკავშირს“ – თბილისში ევროკავშირის ყველაზე დიდი დროშა გაიშალა

9 დეკემბერს თბილისში ევროკავშირის მხარდამჭერი მარში „შენი ხმა ევროკავშირს“ გაიმართა, რომლის დროსაც „ევროპის მოედანზე” ევროკავშირის ყველაზე დიდი დროშა გაიშალა.

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული მარში 14:00 საათზე დაიწყო და მიზნად ისახავდა ევროპისთვის ხმის მიწვდენას, რომ ევროკავშირში გაწევრიანება და ევროპული მომავალი ქართველი ხალხის არჩევანია. მსვლელობა ერთი კვირით ადრე უსწრებდა წინ ევროპული საბჭოს მოსალოდნელ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. მსვლელობისას მოქალაქეებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა.

სპეციალურად ღონისძიებისთვის მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის (22 მეტრი სიგანისა და 33 მეტრი სიგრძის) ევროკავშირის დროშა შეიკერა. დროშაზე თორმეტი ვარსკვლავი სიმბოლურად საქართველოს თორმეტ რეგიონში შეიკერა, რის შემდეგაც ისინი დედაქალაქშო ჩამოიტანეს და დროშაზე მიამაგრეს. 

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button