ჭიათურელი მაღაროელები შეუსრულებელი დაპირებების გამო გაიფიცნენ
ჭიათურელი მაღაროელების ნაწილი დამსაქმებლის, „ჯორჯიან მანგანეზის“ შეუსრულებელი დაპირებების გამო გაიფიცა. ისინი „ჯორჯიან მანგანეზისგან“ 12-საათიან სამუშაო რეჟიმზე გადაყვანას და სამუშაო დღეების რაოდენობის შემცირებას ითხოვენ. მათი თქმით, კომპანია 8-საათიანი სამუშაო გრაფიკით ამუშავებს, თუმცა 12-საათიანი გრაფიკის გეგმებს უსახავს.
ერთ-ერთმა მაღაროელმა განაცხადა, რომ დამსაქმებელი 5 თვის წინ დაპირდა ახალ სამუშაო რეჟიმზე გადაყვანას, თუმცა დაპირება არ შეასრულა.
კიდევ ერთმა მაღაროელმა განაცხადა, რომ 28 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე კომპანიამ პირობა დადო, რომ 12-საათიან გრაფიკზე გადავიდოდნენ, თუმცა ხელფასში შეუსაბამობა იყო. მაშინ, როცა 12-საათიანი გრაფიკის ანაზღაურება 164 ლარია, ისევე როგორც იმ მაღაროელებისთვის, რომლებიც უკვე მუშაობენ 12-საათიან ცვლაში, გაფიცულებს 155 ლარი შესთავაზეს, რაც 9 ლარით ნაკლებია. მაღაროელების თქმით, ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც შეთანხმება ვერ მოხერხდა.
ასევე წაიკითხეთ:
- 23/06/2023 – „ჯორჯიან მანგანეზი“ მზადაა ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს
- 19/06/2023 – ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების მხარდასაჭერად პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს
- 16/06/2023 – ჭიათურელმა მაღაროელებმა პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართეს
- 12/06/2023 – ჭიათურელი მაღაროელები ხელფასების ზრდისა და უკეთესი შრომის პირობების მოთხოვნით გაიფიცნენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)