რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს კიდევ ერთო მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ 1 ნოემბერს ჟურნალისტებს აცნობა, რომ 31 ოქტომბერს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან, ოკუპირებულ სოფელ გვირგვინას მახლობლად, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. მისივე თქმით, ამჟამად ოკუპირებულ ძალებს სულ საქართველოს შვიდი მოქალაქე ყავთ დაკავებული.
„დღეის მდგომარეობით გვყავს შვიდი უკანონო პატიმარი, რადგან გუშინ ღამის საათებში, დაახლოებით 22:00 საათზე მოხდა კიდევ ერთი უკანონო დაკავება“, – განაცხადა ანთაძემ. მისი თქმით, სუს-ისთვის გარემოებები და დეტალები ამ დროისთვის უცნობია. „ბორდერიზაციის შემთხვევა დაფიქრისდა ოკუპირებულ სოფელ ქარძმანთან, ასევე ერთი შემთხვევა დაფიქსირდა გორის მუნიპალიტეტში, სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე და კიდევ ერთი ბორდერიზაციის ფაქტი დაფიქსირდა ერგნეთის მიმდებარე ტერიტორიაზე“, – აღნიშნა ანთაძემ.
დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექნიზმის (IPRM) 115-ე შეხვედრა იმართება.
ასევე წაიკითხეთ:
- 31/10/2023 – რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
- 27/10/2023 – რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
- 18/10/2023 – რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
- 13/09/2023 – ერგნეთში IPRM-ის 114-ე შეხვედრა გაიმართა
- 03/07/2023 – ერგნეთში IPRM-ის 113-ე შეხვედრა გაიმართა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)