ღარიბაშვილი ბრიუსელში ოლივერ ვარჰეის შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს სტუმრობს, 24 ოქტომბერს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, ოლივერ ვარჰეის შეხვდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესზე იმსჯელეს.
პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და „იმედი გამოთქვა, რომ 12 პრიორიტეტით გათვალისწინებული რეფორმების შესასრულებლად, საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა სათანადოდ აისახება ევროკომისიის ანგარიშში და ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს“.
მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები და ის რეფორმები, რომლებიც ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განახორციელა ქვეყანამ. ყურადღება გამახვილდა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. ირაკლი ღარიბაშვილმა და ოლივერ ვარჰეიმ უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე მოსაზრებები გაცვალეს.
Fruitful meeting with @OliverVarhelyi, discussed ??'s progress towards ?? integration. ?? is strengthening ties with the ??, eagerly awaiting the decision on our ?? candidacy! pic.twitter.com/43wmdcL9Qg
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) October 24, 2023
შეხვედრის შემდეგ ოლივერ ვარჰეიმ Twitter-ზე დაწერა, რომ „საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის და ის ევროპულ გზაზე ყველა საჭირო მხარდაჭერას მიიღებს“.
Was good to meet PM @GharibashviliGe
— Oliver Varhelyi (@OliverVarhelyi) October 24, 2023
We assessed recent developments addressing the 12 key priorities which will be in the ??Enlargement Report.
The efforts of #Georgia is well received.
Georgia belongs to the EU family & it will get all the support on its EU path. pic.twitter.com/4DLVJmIeml
პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ბრიუსელში ევროკომისიის მიერ ორგანიზებულ ფორუმში Global Gateway Forum მიიღო მონაწილეობა. ფორუმზე გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მდგრადი განვითარება და გაძლიერებული კავშირი ქვეყნის დღის წესრიგის პრიორიტეტია და ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე საქართველოს სტრატეგიულ ადგილმდებარეობას გაუსვა ხაზი. მან მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტი, შავი ზღვის წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, ასევე რკინიგზისა და მაგისტრალების გაუმჯობესება დაასახელა, რაც ქვეყანას „რეგიონულ სატრანსპორტო, ლოგისტიკურ და ციფრულ ცენტრად“ აქცევს.
ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა განახლებადი ენერგიისა და ნახშირწყალბადების უსაფრთხო ტრანსპორტირების სფეროში საქართველოს ძალისხმევაზე. მან ხაზი გაუსვა საქართველოს სწრაფვას ევროკავშირში ინტეგრაციისკენ და მის პროგრესს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების საქმეში, ასევე ქვეყნის ურყევ ერთგულებას დემოკრატიისა და გამჭვირვალობის მიმართ. ბოლოს, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო საკუთარ თავს ხედავს მნიშვნელოვან გლობალურ კარიბჭედ და მზადაა გააძლიეროს პარტნიორობა და წვლილი შეიტანოს ევროკავშირის უკეთეს მომავალში.
შენიშვნა: სტატია განახლდა 26 ოქტომბერს, 12:10 საათზე და მასში პრემიერ-მინისტრის გამოსვლა აისახა.
ასევე წაიკითხეთ:
- 28/09/2023 – ვარჰეი: გაფართოების პაკეტი ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყნებსაც შეეხება
- 26/09/2023 – ილია დარჩიაშვილი ბრიუსელს სტუმრობს
- 14/09/2023 – ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი: „ახლა ყოველი წუთი მნიშვნელოვანია“
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)