ახალი ამბები

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი: „ახლა ყოველი წუთი მნიშვნელოვანია“

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვების კუთხით საქართველოს პერსპექტივებზე საუბრისას განაცხადა, რომ ევროპულმა საბჭომ ძალიან მკაფიოდ განუსაზღვრა საქართველოს სტატუსის მოსაპოვებლად შესასრულებელი პირობები.

მან იმედი გამოთქვა, რომ „საქართველო შეასრულებს პირობებს, რათა ევროკომისია ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე დადებითი წინადადებით გამოვიდეს“. მან იქვე ხაზი გაუსვა, რომ მთავრობამ 12 პრიორიტეტიდან ამ ეტაპზე მხოლოდ 3 შეასრულა.  

ვარჰეის თქმით, „ახლა ყოველი წუთი მნიშვნელოვანია, რადგან გვინდა, რომ უკვე ოქტომბერში წარვადგინოთ მოხსენება. ასე რომ, ძალიან ვიმედოვნებ, რომ საქართველო იქ იქნება“.

ევროკომისარმა ხაზი გაუსვა ხელისუფლების პასუხისმგებლობას, შეასრულოს საქართველოს მისწრაფებები და დასძინა: „ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება და მათ სურთ გახდნენ კანდიდატი ქვეყანა; ამიტომ, ვიმედოვნებთ, რომ მთავრობა შეძლებს შეასრულოს პირობები, რათა ჩვენ შევძლოთ მომდევნო ნაბიჯის გადადგმა“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button