skip to content
ახალი ამბები

ბორელი: „ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან“

ლუქსემბურგში 22 აპრილს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ მინისტრებმა განიხილეს საქართველოში არსებული ვითარება და „შეშფოთება გამოხატეს“ “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონპროექტის თაობაზე. მან გაიხსენა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ კანონპროექტს უკან გაიწვევდა და აღარ მოახდენდა მის ხელახლა ინიცირებას, თუმცა, ეს პირობა „არ შესრულდა“.

უმაღლესმა წარმომადგენელმა ასევე გაიხსენა, რომ გასულ კვირას მან და ევროკომისარმა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან. აღნიშნა რა, რომ ევროკომისია გეგმავს ამ საკითხის შესახებ ზეპირი ანგარიშის წარდგენას, მან გაიმეორა: „ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ, რომ ეს კანონი კვლავ წარედგინა პარლამენტს“.

23 აპრილს, სტრასბურგში, ევროპარლამენტის სხდომაზე საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ. ასევე იგეგმება საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღება.  

შესწორება (23 აპრილი, 13:30). ბორელმა განაცხადა, რომ ევროკომისია ამ საკითხის თაობაზე ზეპირ ანგარიშს წარადგენს, ნაცვლად “გაფართოების შესახებ ანგარიშისა”, როგორც თავდაპირველ ვერსიაში გვეწერა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button