ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოსა და რუსეთში შვეიცარიის ელჩებს შეხვდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე შვეიცარიის ელჩს საქართველოში, ჰაიდი გრაუს და შვეიცარიის ელჩს რუსეთში, კრისტინა მარტი ლანგს შეხვდა, სადაც მხარეებმა ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საზღვაო ბაზის განლაგების გადაწყვეტილება დაგმეს.

„შეხვედრისას განხილვის მთავარ თემას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ვითარება და რუსეთის დესტრუქციული ქმედებები წარმოადგენდა“, – ნათქვამია პარლამენტის პრეს-რელიზში. „საუბარი შეეხო საქართველოსა და ზოგადად რეგიონის უსაფრთხოების სხვა გამოწვევებს, უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიას და მის გავლენას“.

ნიკოლოზ სამხარაძემ ელჩებს ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადადგმული ნაბიჯებისა და 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით მიღწეული პროგრესის შესახებ. მან იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლოს საქართველო „დამსახურებულ სტატუსს“ მიიღებს.

2008 წლის რუსეთის შემოჭრისა და შემდგომი ოკუპაციის შემდეგ, საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. 2009 წლის 5 მარტს საქართველოში შვეიცარიის საელჩომ რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექცია გახსნა. პარალელურად, მოსკოვში შვეიცარიის საელჩომ გახსნა საქართველოს ინტერესთა სექცია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button