skip to content
ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი ევროპულ ტურნეს განაგრძობს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს განაგრძობს, რათა დაარწმუნოს ისინი, რომ წლის ბოლოსთვის საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭონ. 25 სექტემბერს, იგი ტალინში ესტონეთის პრეზიდენტს, ალარ კარისს შეხვდა.

ესტონეთის პრეზიდენტთან შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევროპული მისწრაფებები იყო. პრეზიდენტმა კარისმა საქართველოს მხარდამჭერი პოსტი „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ესტონეთს სურს, საქართველომ წარმატებას მიაღწიოს ევროკავშირისკენ მიმავალ რეფორმების გზაზე და „მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს ჩვენი გამოცდილებით“. მისივე თქმით, მომდევნო კვირები მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის სტატუსის მისაღებად. „საქართველომ უნდა აჩვენოს თავისი მიზანდასახულობა ყველა დონეზე, სიტყვით და რაც მთავარია საქმით“.   

26 სექტემბერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რიგაში ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს შეხვდა.

სალომე ზურაბიშვილი 27 სექტემბერს ვილნიუსში ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას შეხვდება.

ნაუსედამ მოგვიანებით დაწერა Twitter-ზე, რომ ლიეტუვა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერად რჩება. მისი თქმით, „საქართველოს მომავალი დამოკიდებული მის შესაძლებლობაზე, რომ რეფორმებზე მოახდინოს ფოკუსირება და ევროპული ღირებულებები დაიცვას“.  

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს ევროპული გზის ამ კრიტიკულ მომენტში, ლიეტუვის პრეზიდენტის ურყევი მხარდაჭერა შეუფასებელია. „ლიეტუვა ყოველთვის მყარად იდგა საქართველოს გვერდით – მადლიერი ვართ თქვენი მნიშვნელოვანი მხარდაჭერის“, – დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა Twitter-ზე.

საქართველოს პრეზიდენტმა ევროპული ტურნე სექტემბერში დაიწყო. ამ დროის მანძილზე იგი უკვე შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს. „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტი ვიზიტების გამო გააკრიტიკა და მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურები დაიწყო. მმართველი პარტიის დეპუტატები აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა თავის საკონსტიტუციო უფლებამოსილებას გადააჭარბა, როდესაც უცხოური ვიზიტები მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო. საპასუხოდ, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ იგი მაინც განაგრძობს ვიზიტებს საქართველოს ევროპული მომავლისთვის.  

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button