skip to content
ახალი ამბები

აშშ-მა ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა 14 სექტემბერს, რომ მან სანქციები დაუწესა 150-ზე მეტ კომპანიასა და კერძო პირს, მათ შორის რუსეთიდან, თურქეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და საქართველოდან, რათა აღკვეთოს სანქციებისთვის თავის არიდება, ხელი შეუშალოს რუსეთის წვდომას ტექნოლოგიებზე, ფულსა და ფინანსურ რესურსებზე, რომლებიც პუტინს უკრაინაში ომის წარმოებაში ეხმარება, და, ზოგადად, აღკვეთოს რუსეთის მავნებლური საქმიანობა.

სანქციების სიაში მოხვდა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და ბიძინა ივანიშვილის გარემოცვასთან დაახლოებული პირი, ოთარ ფარცხალაძე, რომლის შვილიშვილის ნათლიაც ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილია. 2013 წელს გენერალური პროკურორის პოსტზე ხანმოკლე სამსახურის შემდეგ, იგი იძულებული გახდა, რომ თანამდებობა დაეტოვებინა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მას გერმანიაში ნასამართლეობა ჰქონდა.

აშშ-ის თანახმად, ოთარ ფარცხალაძეს (და რუსეთის უსაფრთხოების ოფიცერს, ალექსანდრ ონიშჩენკოს) სანქციები უწესდება საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის გავრცელების გამო. ამავე ინფორმაციით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერი ონიშჩენკო „სავარაუდოდ, დაეხმარა თავის თანამოაზრე ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და შესაძლოა რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში. ფარცხალაძემ სრულად მიიღო რუსული იდენტობა და რეგულარულად მგზავრობს რუსეთში. ონიშჩენკო და FSB ფარცხალაძეს რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად იყენებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ FSB-სთან კავშირით პირადი სარგებელი მიიღო“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button