Placeholder canvas
ახალი ამბები

ჯიმ ობრაიენი: საქართველო იმ ქვეყნებშია, რომლებიც რუსეთის სანქციებისთვის თავის არიდების კუთხით პრობლემას იწვევენ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ჯიმ ობრაიენმა საქართველო იმ ხუთ ქვეყანას შორის დაასახელა, რომლებიც რუსეთის სანქციებისთვის თავის არიდების კუთხით პრობლემას იწვევენ.

საერთაშორისო ურთიერთობების ევროპული საბჭოს მასპინძლობით გამართულ ღონისძიებაზე საუბრისას, ობრაიენმა ამ ქვეყნებს შორის, საქართველოსთან ერთად, თურქეთი, ყაზახეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და სომხეთი დაასახელა.

მან ყურადღება გაამახვილა ევროპული კომპანიების მიერ მასალების სხვა ქვეყნებში გაყიდვის საკითხზე, რის შემდეგაც მათი მიყიდვა რუსეთისთვის ხდება. ამ პრაქტიკამ რუსეთს საშუალება მისცა 2023 წლის დასაწყისისთვის ელექტრონული საქონლის მნიშვნელოვანი კატეგორიების ხელახალი იმპორტი განეხორციელებინა ომამდე არსებულ დონეზე, ასევე წვდომა ჰქონოდა ჩიპებზე, პროცესორებსა და ინტეგრირებულ სქემებზე, რაც თანამედროვე იარაღის შესაქმნელად აუცილებელია. „ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა. ამიტომ მივემგზავრები ყაზახეთში. ამიტომაც მივემგზავრები საქართველოში, სომხეთსა და სხვა ადგილებში“, – დასძინა ობრაიენმა.

ასევე წაიკითხეთ:

04/05/2023აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა „კორუფციის“ გამო 4 ქართველი მოსამართლე დაასანქცირა

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button