გაერთიანებული სამეფო საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებისთვის სატრანზიტო ვიზებს აწესებს
გაერთიანებულმა სამეფომ საქართველო და რუსეთი იმ ქვეყნების სიაში დაამატა, რომელთაც გაერთიანებული სამეფოს გავლით სხვა ქვეყნებში მოგზაურობისთვის სატრანზიტო ვიზის აღება დასჭირდებათ. შესაბამისი ცვლილება ემიგრაციის შესახებ 2014 წლის ბრძანებაში 8 სექტემბერს შევიდა ძალაში.
ეს კონკრეტული ბრძანება ძალაში შევიდა პარლამენტის წინაშე წარდგენიდან მხოლოდ ერთი დღის შემდეგ, ნაცვლად დადგენილი 21 დღისა, ვინაიდან არსებობს სერიოზული წუხილები იმის გამო, რომ მნიშვნელოვნად იზრდება საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც დიდ ბრიტანეთში მიემგზავრებიან და ჩასვლისთანავე თავშესაფარს ითხოვენ.
გავრელებული ინფორმაციით, 2018 წლიდან, საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეები მუდმივად იკავებენ პირველ ადგილს იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ბოროტად იყენებენ გაერთიანებული სამეფოს სატრანზიტო დებულებებს თავშესაფრის მოთხოვნისთვის. გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებისგან გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტამდე სატრანზიტო ვიზის მოთხოვნა ხელს შეუშლის ტრანზიტის მოტივით გამგზავრებასა და შემდეგ თავშესაფრის მოთხოვნაში.
ამ ინფორმაციის საპასუხოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ გამკაცრებული საემიგრაციო პოლიტიკის გამო გაერთიანებულ სამეფოს სატრანზიტო ვიზის რეჟიმი შემოღებული აქვს 100 მეტ ქვეყანასთან, მათ შორის ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა: მოლდოვა, უკრაინა, თურქეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, სამხრეთ აფრიკა, ჩინეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, მონტენეგრო, ბოსნია და სხვა.
ეს ბრძანება არ ეხება გაერთიანებული სამეფოს გავლით ტრანზიტით მყოფ საქართველოს ან რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც გაერთიანებულ სამეფოში 2023 წლის 5 ოქტომბერს ან მანამდე ჩავიდნენ და რომელთაც უკვე დაჯავშნილი ჰქონდათ მოგზაურობა ამ ბრძანების ამოქმედების დღემდე, ანუ 8 სექტემბრამდე.
ასევე წაიკითხეთ:
18/08/2023 – შვეიცარია საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან რუსული პასპორტების მფლობელებს შენგენის ვიზებს უზღუდავს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)