ჯოზეფ ბორელი საქართველოში შეხვედრებს მართავს
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა 8 სექტემბერს საქართველოში ოფიციალური შეხვედრები დაიწყო. იგი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა და საქართველოს გზა ევროკავშირისკენ, ასევე რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა. „საქართველო ჩვენი ძლიერი პარტნიორია. მხარს ვუჭერთ ძლიერ ინსტიტუტებს, რომლებიც ერთად მუშაობენ პროგრესზე ევროპული მომავლისკენ“, – დაწერა ბორელმა Twitter-ზე.
Good meeting with @Zourabichvili_S on Georgia’s path to the EU and regional security situation.
— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) September 8, 2023
Georgia is our strong partner. We support strong institutions working together on progress towards its EU future. pic.twitter.com/wJd6VtkFLP
ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს შეხვდა. ბორელის თქმით, მათ შეხვედრაზე საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესაბამისობისა და უფრო ფართო რეგიონული საკითხები განიხილეს. „ევროკავშირი მზადაა დაგეხმაროთ 12 პრიორიტეტის შესრულებაში. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირში“, – დაწერა ბორელმა Twitter-ზე.
Started my day discussing Georgia’s European integration path, incl importance to increase foreign policy alignment & wider regional matters with FM @iliadarch.
— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) September 8, 2023
The EU stands ready to help you meeting the 12 priorities. We are fully committed to support Georgia's EU aspirations. pic.twitter.com/N4TuAOrsnV
საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ საუბარი შეეხო „საქართველოს პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებას“, ასევე რეგიონში და მის მიღმა არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს.
At the meeting with EU High Representative @JosepBorrellF, we discussed Georgia's progress on the EU integration path and implementation of the EU Commission's 12 recommendations. We also touched upon the security challenges in the region and beyond. I expressed gratitude for… pic.twitter.com/Fff8iIsFSe
— Ilia Darchiashvili (@iliadarch) September 8, 2023
დღესვე ბორელი პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, ასევე საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდა. მან პოლიტიკურ ცხოვრებაში პოლარიზაციის არსებობა აღიარა, და აღნიშნა, რომ „ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა ითანამშრომლოს რეფორმების დღის წესრიგის წინსვლისთვის“.
Met with Speaker @shpapuashvili, Parliamentary majority & opposition in @Geoparliament
— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) September 8, 2023
Polarisation is part of political life, but needs to be measured. All political parties must cooperate to advance the reform agenda.
The EU accession process needs to be a national endeavour. pic.twitter.com/VKLL14YiJ5
უმაღლესი წარმომადგენელი ბორელი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრულირებას შეუერთდა ცხინვალის საოკუპაციო ხაზზე ხურვალეთის სიახლოვეს. მანამდე სადამკვირვებლო მისიაში ვიზიტის დროს ბორელმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ადგილზე მუდმივად ყოფნის 15-წლიან ეტაპს და მის გადამწყვეტ როლს სტაბილურობის უზრუნველყოფასა და დაძაბულობის შემცირებაში. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
თავის განცხადებაში უმაღლესმა წარმომადგენელმა ბორელმა განაცხადა, „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ადგილზე ყოფნა ბოლო 15 წლის განმავლობაში ადასტურებს ევროკავშირის გრძელვადიან მხარდაჭერას საქართველოსა და უფრო ფართო რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის მიმართ. 15 წლის განმავლობაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გადამწყვეტ როლს თამაშობს რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფაში და დაძაბულობის შემცირებაში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიღწევების აღნიშვნასთან ერთად, მე ასევე ვიყურები მომავლისკენ. ევროკავშირის ერთგულება რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართ სამხრეთ კავკასიის რეგიონში რჩება ურყევი“.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, უმაღლესი წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს, რონდელის ფონდის, „სამართლიანი არჩევნებისა“ და სამოქალაქო იდეის წარმომადგენლებს შეხვდა.
„ყველა დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის უზრუნველყოფა გადამწყვეტია“, – დაწერა ბორელმა Twitter-ზე.
Important meeting and useful dialogue with civil society representatives in #Georgia. Impressed by their work.
— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) September 8, 2023
Ensuring involvement of CSOs in the decision-making processes at all levels is key.@GYLA_CSO @Transparency_GE @GFSIS_official @isfed_official Civic IDEA pic.twitter.com/uYGrxkAfSk
ასევე წაიკითხეთ:
- 07/09/2023 – ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირის კარი ღიაა, მაგრამ კანდიდატის სტატუსს დამსახურება სჭირდება
- 07/09/2023 – ჯოზეფ ბორელი: საქართველომ ისტორიული შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვას
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)