
საქსტატი: იანვარ-ივლისში საგარეო ვაჭრობა 18.0%-ით გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 14 აგვისტოს გამოქვეყნებული ექსპრეს მონაცემებით, 2023 წლის იანვარი-ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 18.0%-ით გაიზარდა და 12 097.6 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.
საქსტატის ცნობით, საქართველოდან ექსპორტი 15.7%-ით გაიზარდა და 3 575.6 მლნ აშშ დოლარი გახდა. ამავდროულად, იმპორტი 19.0%-ით გაიზარდა და 8 522.1 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. 2023 წლის იანვარ-ივნისში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4 946.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.9%-ია.
საქსტატი საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს 21 აგვისტოს გამოაქვეყნებს.
ასევე წაიკითხეთ:
- 19/07/2023 – იანვარ-ივნისი საგარეო ვაჭრობა 20.1%-ით გაიზარდა
- 13/07/2023 – საქსტატი: იანვარ-ივნისში საგარეო ვაჭრობა 20.1%-ით გაიზარდა
- 19/06/2023 – იანვარ-მაისში საგარეო ვაჭრობა 18.9%-ით გაიზარდა
- 13/06/2023 – საქსტატი: იანვარ-მაისში საგარეო ვაჭრობა 18.9%-ით გაიზარდა
- 19/05/2023 – საქსტატი: იანვარ-აპრილში საგარეო ვაჭრობა 21.9%-ით გაიზარდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)