skip to content
ახალი ამბები

ადვოკატები ბიძინა ივანიშვილისა და Credit Suisse-ის საქმეებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებენ

ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და Credit Suisse-ის საქმეებთან დაკავშირებით მოცემული მომენტისთვის არსებული მდგომარეობის შესახებ განცხადება იურიდიულმა კომპანია Metric-მა 18 ივლისს გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ 2023 წლის 23 ივნისის ბერმუდის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც Credit Suisse-ის შვილობით კომპანიას 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.

ამასთან, სინგაპურის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 26 მაისის გადაწყვეტილებით Credit Suisse Trust Limited-ს დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 926 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით.

კომპანია აცხადებს, რომ სხვადასხვა იურისდიქციაში მიმდინარე სასამართლო საქმეებთან მიმართებით პრეტენზიები არ აქვს, თუმცა პრობლემურია Credit Suisse-ის და მასთან დაკავშირებული იურიდიული პირების მიერ დანაშაულებრივ ქმედებებს გადარჩენილი ფულადი სახსრების კონტროლის გამო. როგორც ცნობილია, ბანკმა აქტივები შვეიცარულ ბანკში, „Julius Baer“-ში გადაიტანა, თუმცა აქტივების მმართველად თავისი ტრასტი კომპანია დატოვა, რომელიც გენზის კუნძულზე მდებარეობს.

აქტივებზე წვდომა ივანიშვილს 2022 წლის მარტიდან შეფერხებით აქვს, რის მიზეზადაც ბანკი აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებს ასახელებდა. პრობლემის გადასაჭრელად ადვოკატებმა ტრასტის ხელშეკრულების შეწყვეტის და მისი დაშლის გადაწყვეტილება მიიღეს, რაც ხელოვნურად გაჭიანურებული სასამართლო პროცესის შემდგომ ტრასტის 2023 წლის 14 ივნისის რეზოლუციით მოხდა.

ტრასტის დაშლის შემდგომ აქტივების განაწილებისას „Julius Baer“-მა გაანაწილა დაახლოებით 5%. დარჩენილი 95% განთავსებული არის ერთ-ერთ Hedge Fund-ში, რომელსაც, თავის მხრივ, აქტივების უდიდესი ნაწილი გადანაწილებული აქვს ამერიკულ, შედარებით მცირე კი – დასავლეთ ევროპის ფონდებში, საიდანაც ამ აქტივების მოსარჩელეებისთვის გადაცამა ხელოვნურად ფერხდება.

განცხადების ბოლოს კომპანია გამოთქვამს იმედს, რომ ივანიშვილს და მის ოჯახის წევრებს აღუდგებათ თავიანთ აქტივებზე სრული წვდომა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button