სინგაპურის სასამართლომ Credit Suisse-ს ბიძინა ივანიშვილისთვის 926 მლნ აშშ დოლარის გადახდა დააკისრა
სინგაპურის საერთაშორისო კომერციულმა სასამართლომ შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ის სინგაპურში რეგისტრირებულ შვილობილ კოპანიას, Credit Suisse Trust-ს ყოფილი პრემიერმინისტრისა და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის აქტივების დაცვაზე საკუთარი მოვალეობის შეუსრულებლობის გამო მისთვის კომპენსაციის სახით 926 მლნ აშშ დოლარის გადახდა დააკისრა. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, სინგაპურის საერთაშორისო კომერციულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეებს გაანგარიშებული მოცულობის ზარალი აუნაზღაუროს და დასძინა, რომ „დღეის გაანგარიშებით, ეს თანხა 926 მლნ აშშ დოლარს შეადგენს“.
„როიტერისვე“ ცნობით, Credit Suisse-მა განაცხადა, რომ ის შეშფოთებულია ამ გადაწყვეტილებით და მის გასაჩივრებას აპირებს.
ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა Credit Suisse-ის წინააღმდეგ სინგაპურის, ახალ ზელანდიისა და ბერმუდის სასამართლოებში სარჩელები შეიტანეს, სადაც ამტკიცებდნენ, რომ ბანკის მიერ ივანიშვილის აქტივების არაკეთილსინდისიერ მართვას მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მოჰყვა. 2022 წლის ივლისში, ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ის ბერმუდის კუნძულებზე რეგისტრირებულმა შვილობილმა სადაზღვევო კომპანიამ (CS Life) ბიძინა ივანიშვილი 607.35 მლნ აშშ დოლარით აზარალა.
ასევე წაიკითხეთ:
- 27/07/2022 – ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ომში ჩართვის შესახებ მმართველი გუნდის გზავნილს იმეორებს
- 11/05/2022 – ივანიშვილის შვეიცარიულ ბანკთან დავის ფონზე, „ოცნება“ მიანიშნებს, რომ აშშ საქართველოს ომისკენ უბიძგებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)