ახალი ამბები
განახლება: უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის დაღუპვაზე ინფორმაცია მცდარია
განახლება, 9 ივნისი, 2023: უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მოხალისე მებრძოლის, ზურაბ მუშუქიას დაღუპვის შესახებ 8 ივნისს გავრცელებული ცნობები მცდარია. ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 9 ივნისს „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურა. მანამდე, გუშინ, უწყებამ მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.
8 ივნისი, 2023:
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 8 ივნისს „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურა, რომ უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მოხალისე მებრძოლი, ზურაბ მუშუქია დაიღუპა.
სამინისტროს განმარტებით, უკრაინაში საქართველოს საელჩო უკვე ინფორმირებულია საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ და შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.
მედიის ცნობით, ზურაბ მუშუქია დონეცკის ოლქში, ბახმუტთან, აფეთქებას ემსხვერპლა.
არაოფიციალური გამოთვლით, 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლებისას საქართველოს 35 მოქალაქე დაიღუპა.
შენიშვნა: მასალა 2023 წლის 9 ივნისს, 14:20 სთ-ზე უკრაინაში კიდევ 1 ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული განახლებული ინფორმაციით ჩასწორდა.
ასევე წაიკითხეთ:
- 31/05/2023 – უკრაინაში ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა
- 11/05/2023 – უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
- 27/04/2023 – უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
- 05/04/2023 – უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
- 01/04/2023 – უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიღუპა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)