ახალი ამბები

სტოლტებერგი: მნიშვნელოვანია საქართველო იმ დემოკრატიულ ღირებულებებს შეესაბამებოდეს, რომლისაც გვჯერა

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა 11-12 ივლისის ვილნიუსის სამიტისადმი მიძღვნილ დისკუსიაზე„ვილნიუსისკენ მიმავალ გზაზე“ – საუბრისას, რომელიც ბრიუსელის ფორუმის ფარგლებში გაიმართა, განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია საქართველო დემოკრატიულ ღირებულებებს შეესაბამებოდეს და ხაზი გაუსვა, რომ ალიანსი მოელის არაწევრი მოკავშირეებისგან, რომ დაიცვან სანქციები და არ დაეხმარონ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის წარმოებაში.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ძირითადად რუსეთ-უკრაინის ომზე, ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებსა და ნატოს ვილნიუსის სამიტზე გაამახვილა ყურადღება. როდესაც მას რთულ რეგიონულზე ფონზე საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივის შესახებ ჰკითხეს და ასევე დაინტერესდნენ, შეუძლია თუ არა ნატოს დაეხმაროს ქართველ ხალხს რუსეთის შესაძლო აგრესიის თავიდან აცილებაში, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ამგვარი ქცევის მოდელის ნაწილია და რომ მოსკოვის აგრესია მეზობლების წინააღმდეგ 2008 წელს დაიწყო „საქართველოში შემოჭრით“. მან ასევე განაცხადა, რომ ეს არის „მკაფიო შეხსენება, რომ ეს არ ეხება მხოლოდ ამ ომს უკრაინაში“ და აღნიშნა: „ცივი ომის ბოლოს, ჩვენ შევეცადეთ რუსეთთან უკეთესი, უფრო მეგობრული ურთიერთობა დაგვემყარებინა“, რაც „რუსეთის აგრესიული ქცევის გამო“ ვერ მოხერხდა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ „ნატო საქართველოსთან ბევრი წელია მუშაობს“, ეხმარება მას რეფორმების განხორციელებასა და პრაქტიკული და პოლიტიკური თანამშრომლობის განვითარებაში. მისი თქმით, მადრიდის სამიტზე ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება მხარი დაუჭიროს მოწყვლად პარტნიორებს, მათ შორის, საქართველოს.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მნიშვნელოვანია საქართველო იმ დემოკრატიულ ღირებულებებს შეესაბამებოდეს, რომლებისაც ჩვენ ყველას გვწამს და, რა თქმა უნდა, ველით, რომ ნატოს არაწევრი მოკავშირეები დაიცავენ სანქციებს და რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის დაფინანსებას და ორგანიზებას არ გაუადვილებენ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, რუსეთს გავლენის სფეროების ხელახლა ჩამოყალიბება სურს, რათა მეზობლები აკონტროლოს. ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ „ეს ის სამყარო არ არის, რომელშიც ჩვენ ცხოვრება გვინდა, ვინაიდან, ეს ნიშნავს, რომ ბევრ მეზობელს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს და ვარშავის ხელშეკრულების ყოფილ წევრ სახელმწიფოებს არ ექნებათ დამოუკიდებლობა, რაც, ჩვენი აზრით, ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button