ახალი ამბები
სტოლტენბერგი: დროა გავაძლიეროთ თანამშრომლობა საქართველოსთან, მოლდოვასთან, ბოსნიასა და ჰერცეგოვინასთან
მადრიდში, 21 ნოემბერს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 68-ე ყოველწლიურ სხდომაზე გამოსვლისას, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა თანამშრომლობის „გაძლიერების“ საჭიროებას პარტნიორებთან, განსაკუთრებით მათთან, ვის მიმართაც რუსეთის აგრესია და ძალადობა ხორციელდება.
ამ კონტექსტში, გენერალურმა მდივანმა დაასახელა მოლდოვა, საქართველო, ასევე ბოსნია და ჰერცეგოვინა და ყველა „თანამოაზრე ქვეყანა მსოფლიოს მასშტაბით“, მათ შორის, ლათინური ამერიკის, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნები.
ასევე წაიკითხეთ:
- 29/06/2022 – ნატო აცხადებს, რომ საქართველოს უსაფრთხოება მის უსაფრთხოებასთანაა გადაჯაჭვული
- 22/11/2022 – საქართველო ირანის შესახებ რეზოლუციაზე კენჭისყრას არ დაესწრო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)