ომში ჩათრევის თაობაზე ღარიბაშვილის განცხადებას კრიტიკა მოჰყვა
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის სამიზნე გახდა მას შემდეგ, რაც მან ევროპარლამენტარები და უკრაინა საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაში დაადანაშაულა.
ამერიკელმა პოლიტიკოსმა და ყოფილმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა კატეგორიულად უარყო ღარიბაშვილის განცხადება და მას „აბსოლუტური ტყუილი“ უწოდა. კინზინგერის თქმით, ღარიბაშვილის განცხადება რუსეთთან მლიქვნელობის მცდელობა იყო.
This is an absolute lie, and the Prime Minister knows it. Why would we want Georgia to expand the war? We wouldn’t and they know it.
— Adam Kinzinger #fella (@AdamKinzinger) March 13, 2023
Why does Georgia Dream insist on siding with loser, terrorist state #Russia?
I know the Georgian people. Seems the prime minister doesn’t. https://t.co/lys5uoCrfe
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ასევე გამოეხმაურა ღარიბაშვილის ბრალდებას, რომ 100 ევროპარლამენტარი იყო ჩართული კორუფციულ სკანდალში. მან წყარო მოითხოვა და აღნიშნა, რომ კორუფციაში დადანაშაულებული ევროპარლამენტების უმეტესობა ქართული ოცნების პარტნიორი პარტიიდან იყვნენ.
Yes, interesting enough most of the MEPs are from the @TheProgressives (Socialists)@GeorgianDream41 |s sister party.
— Viola von Cramon ???? (@ViolavonCramon) March 12, 2023
But where has @GharibashviliGe found the number (100)? This is new to me. He knows more than we ?. Would be curious to see the source, please.
ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ტოომას ჰენდრიკ ილვესმა ასევე დაგმო ღარიბაშვილის განცხადება და აღნიშნა, რომ თუ პრემიერმინისტრს ნამდვილად გონია, რომ ევროპა კარნახობს საქართველოს, მაშინ ალბათ ევროპა არ არის მისთვის შესაფერისი ადგილი. ყოფილმა პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპას არ სჭირდება ისინი, ვინც ასე ექცევა მას.
If you really think so, maybe Europe isn't the place for you. Certainly it has no place for statements such as this. And will do absolutely fine without those who act this way toward Europe. https://t.co/8azoHXVP3U
— toomas ilves, ex-verif (@IlvesToomas) March 12, 2023
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს პრემიერმინისტრმა და პარლამენტის ხელმძღვანელობამ რიგი არამეგობრული განცხადებები გააკეთეს უკრაინასთან მიმართებით. „რუსეთის პროპაგანდის თეზისების ოსტატურად გამეორებით, საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინა საქართველოში გადატრიალების მზადებაში, რუსეთთან ომში ჩათრევაში და სამოქალაქო ომის გასაჩაღებლად ძალების გაგზავნაში დაადანაშაულა“, – განაცხადა ნიკოლენკომ და ბრალდებები კატეგორიულად უარყო.
უკრაინის „რადას“ ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ „ტელეგრამზე“ დაწერა, რომ საქართველოში დემოკრატიის დაცვა მსოფლიო თანამეგობრობის უპირველესი პასუხისმგებლობაა იმ ფონზე, როდესაც, მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება სავსეა რუსი აგენტებით. არახამიამ განაცხადა, რომ ქართველ ხალხს ესმის ეს, პრემიერმინისტრი კი ისე იჭერს თავს, რომ არ ესმის. მისი თქმით, უკრაინაში არავის სურს საქართველოს ომში ჩათრევა.
ასევე წაიკითხეთ:
- 13/03/2023 – პრემიერი თბილისის საპროტესტო აქციებს „დესტრუქციულ“, „ანარქისტულ“ ძალებს უკავშირებს
- 10/03/2023 – მმართველმა უმრავლესობამ მეორე მოსმენით ჩააგდო „უცხოეთის აგენტებზე“ კანონპოექტი
- 13/03/2023 – პრემიერ მინისტრის ინტერვიუს ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)