skip to content
ახალი ამბები

პარტნიორები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანებიან

საქართველოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ევროკავშირის რამდენიმე ოფიციალურმა წარმომადგენელმა და გაერთიანებული სამეფოს საელჩომ შეშფოთება გამოხატეს ქვეყანაში დემოკრატიის ნგრევის გამო.

ესტონეთის პრემიერმინისტრმა კაია კალასმა განაცხადა, რომ შეწუხებულია საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის კადრებით. მისივე თქმით, „საქართველოში მიმდინარე მოვლენები გვახსენებს, რომ დემოკრატიებიც შესაძლოა თანდათან დაინგრეს არჩეული ლიდერების წყალობით“.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა დაწერა Twitter-ზე, რომ „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონის მიღება არ შეესაბამება ევროკავშირის გზას, რომელიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივანი, სტეფანო სანინო გამოეხმაურა კადრებს, სადაც ასახულია ქართველი ქალი, რომელიც ევროკავშირის დროშას იქნევს, და აღნიშნა, რომ ქალებს შეუძლიათ ცვლილებების ნამდვილი აგენტები იყვნენ.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტობიას ლინდნერმა განაცხადა, რომ კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს და სტანდარტებს და ევროკავშირთან საქართველოს დაახლოებას აფერხებს.

ევროპარლამენტარმა ტეის როტენმა მოითხოვა, რომ მომდევნო კვირაში გაიმართოს პლენარული დებატები ევროპარლამენტში იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენას მოახდენს კანონპროექტი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე.

ბრიტანეთის საელჩომ საქართველოში განაცხადა, რომ მიღების შემთხვევაში, კანონი ხელს შეუშლის საქართველოს მეგობრებს და სტრატეგიულ პარტნიორებს გააგრძელონ საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა. ის ასევე „ეწინააღმდეგება საერთო ღირებულებებს და საერთაშორისო სტანდარტების მიმართ აღებულ ვალდებულებებს“, – აღნიშნა საელჩომ.

ასევე წაიკითხეთ:

მსგავსი/Related

Back to top button