skip to content
ახალი ამბები

ჯუანშერ ბურჭულაძე შვედ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე შვედ კოლეგას პოლ ჯონსონს ტელეფონით ესაუბრა და სხვა საკითხებთან ერთად რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების ვითარება და არსებული საერთო გამოწვევები განიხილა.

საქართველოს თავდაცვის უწყების 23 იანვრის განცხადებით, კოლეგებმა თავდაცვის სფეროში არსებული წარმატებული თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობის სამომავლო გეგმებიც განიხილეს.

მათვე ყურადღება გაამახვილეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების მისწრაფებებზე, რა დროსაც ჯუანშერ ბურჭულაძემ ამ გზაზე პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობა და საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი აღნიშნა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ შვედ კოლეგას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) გაძლიერების კუთხით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო და მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის, ასევე თავდაცვის სფეროში მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის შვედურ მხარეს მადლობა გადაუხადა.

საუბრისას, მინისტრები ორმხრივ ფორმატში შემდეგ შეხვედრაზეც შეთანხმდნენ, „რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button