
აზერბაიჯანის პრემიერმინისტრი პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეხვდა
აზერბაიჯანის პრემიერმინისტრი ალი ასადოვი 15 დეკემბერს თბილისში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა და მასთან ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
საქართველოს პრეზიდეენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტი ზურაბიშვილი მიესალმა ასადოვის ვიზიტს საქართველოში და იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ახლო მომავალში შედგება.
- პრეზიდენტის თქმით, „არ ყოფილა ინფორმირებული“ ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტის შესახებ
- ილჰამ ალიევი საქართველოს სტუმრობს
მხარეებმა აღნიშნეს, რომ მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე, „საქართველო – აზერბაიჯანის მეგობრული და პარტნიორული ურთერთობები კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს“.
პრეზიდენტის განცხადებით, „ქვეყნებს შორის ურთიერთობების ასეთი პოზიტიური განვითარება პარტნიორული თანამშრომლობის გაღრმავებისთვის კიდევ უფრო მყარ საფუძველს ქმნის“.
ამავე პრესრელიზის თანახმად, ასადოვმა ხაზი გაუსვა, რომ არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, „მნიშვნელოვანია ტრანსპორტისა და ენერგეტიკის მიმართულებით არსებული უდიდესი პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება“.
ამ კონტექსტში, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობას ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაში.
პრემიერმინისტრმა ასადოვმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა დაადასტურა.
ასევე წაიკითხეთ:
- მთავრობა საქართველოს გავლით ევროპისთვის კასპიის ზღვის გაზის მიწოდებაზე საუბრობს
- საქართველო-რუმინეთის შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტისთვის ევროკავშირი 2.3 მლრდ ევროს გამოყოფს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)