skip to content
ახალი ამბები

ილია დარჩიაშვილი ესპანელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, მადრიდში ვიზიტის ფარგლებში, 25 ნოემბერს, ესპანელ კოლეგას, ხოსე მანუელ ალბარესს შეხვდა და სხვა საკიხთხებთან ერთად, „ორ ქვეყანას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე“ იმსჯელა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რელიზის თანახმად, შეხვედრაზე მხრეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხს.

ამ კონტექსტში, მათ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მხრიდან ევროკომისიის მიერ გაცემულ 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება მიმოიხილეს. ილია დარჩიშვილმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ესპანეთის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

მათვე საქართველო-ნატოს თანამშრომლობა და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში საქართველოს როლი და კონტრიბუციაც აღნიშნეს.

თავის მხრივ, ხოსე მანუელ ალბარსმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, Twitter-ზე დაწერა, რომ მათ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო ვითარებაზე იმსჯელეს.

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრფებებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button