skip to content
ახალი ამბები

ილია დარჩიაშვილი მოლდოვას სტუმრობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი 24 ნოემბერს მოლდოვის რესპუბლიკას ესტუმრა, სადაც იგი პრეზიდეტნ მაია სანდუს, პრემეირმინისტრ ნატალია გავრილიცას, მოლდოველ კოლეგას ნიკუ პოპესკუს და პარლამენტის თავმჯდომარე იგორ გროსუს შეხვდა.

პრეზიდენტ სანდუსთან შეხვედრა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ილია დარჩიაშვილმა და მაია სანდუმ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრობა და პარტნიორობა, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საერთო გამოწვევებისა და მიზნების გათვალისწინებით.

მხარეები მიესალმნენ მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსისა და საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის შესახებ „ევროკომისიის ისტორიულ გადაწყვეტილებს“ და რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობაზე გაცვლეს ინფორმაცია.

მათვე ევროკავშირში ინტეგრაციის საერთო მიზნისკენ სავალ გზაზე ორი ქვეყნის მჭიდრო კოორდინაციის მნიშვნელობა აღნიშნეს, ამ მხრივ, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ასოცირებული ტრიოს ფორმატის მნიშვნელობას სამომავლო მიზნების ეფექტიანი აღსრულებისთვის.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და მოლდოვის პრეზიდენტმრეგიონში „გამწვავებულ უსაფრთხეობის გარემოზეც“ იმსჯლეს.

თავის მხრივ, პრეზიდენტმა სანდუმ აღნიშნა, რომ ომი უკრაინაში „სერიოზულ გავლენას ახდენს ჩვენს ენერგო და ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე“ და არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ, სახელმწიფოებს შორის ერთობისა და სოლიდარობის საჭიროებას გაუსვა ხაზი.

მისივე თქმით, ორმა ქვეყანამ უნდა ითანამშრომლოს „დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში, რაც დემოკრატიული ქვეყნისთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს“.

პრემიერ გავრილიცასთან შეხვედრა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილმა და ნატალია გავრილიცამ საქართველოსა და მოლდოვას მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული ხელშესახები შედეგები განიხილეს. მათვე ამ კუთხით შემდგომი თანამშრომლობის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი, მათ შორის, როგორც ევროკავშირის რეკომენდაციების, ისე ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების პროცესში.

მხარეებმა შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობის არსებულ დღის წესრიგსა და მისი გაღრმავების შესაძლებლობაზე გამახვილეს ყურადღება, რა დროსაც სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განმტკიცება და ამ მხრივ ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენების მნიშვნელობა აღნიშნეს.

„მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაიწყება მუშაობა ახლო მომავალში  ერთობლივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის გამართვაზე“. მათვე შეხვედრაზე სატრანსპორტო-ტრანზიტული მარშრუტების ეფექტიანი გამოყენების კუთხით თანამშრომლობის შესაძლებლობებზეც იმსჯლეს.

თავის მხრივ, მოლდოვის პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ „ჩვენ ვმუშაობთ კრიზისულ სიტუაციაში, მაგრამ ამავე დროს, მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილები წინ წავიდეთ რეფორმების კუთხით“.

„მოხარული ვარ, რომ მოლდოვას და საქართველოს განვითარების კუთხით საერთო შეხედულებები აქვთ“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, არის ხალხის საკეთიდღეოდ და ჩვენი საერთო მიზანი – ჩვენი ქვეყნები ევროპულ გზაზე დავაყენოთ – ამ მხრივ პრიორიტეტად რჩება“.

მოლდოველ კოლეგასთან შეხვედრა

მოლდოველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა ქართული მხარის მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლოს მოლდოვასთან ევროპული ინტეგრაციის პროცესში მაღალი დონის კოორდინაციისა და ორმხრივი გამოცდილების გაზიარების მიზნით.

ამ კონტექსტში მან საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მონაწილეობით დაფუძნებული ასოცირებული ტრიოს ფორმატის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, „რაც ნათლად წარმოაჩენს სამი ქვეყნის გამორჩეულ პარტნიორობას ევროპული ინტეგრაციის გზაზე“.

ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ „ევროკავშირის წევრობა საქართველოსა და მოლდოვას ცივილიზაციური არჩევანია. ევროპული საბჭოს ისტორიულმა გადაწყვეტილებამ ჩვენი ქვეყნებისთვის ფორმალურად  ევროკავშირის კარი გააღო და, შედეგად,  ჩვენ გადავინაცვლეთ გაფართოების პაკეტში“.

„კარგად ვაცნობიერებთ, რომ ამ შედეგის მიღწევა შესაძლებელი გახდა ჩვენ მიერ იმ დიდი პასუხისმგებლობის აღებით, რომელიც გულისხმობს ევროკავშირთან პოლიტიკურად, ეკონომიკურად და სამართლებრივად მაღალი თავსებადობის უზრუნველყოფას“, – დასძინა მანვე.

თავის მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრმა პოპესკუმ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ისინი შეთანხმდნენ გააძლიერონ „ეკონომიკური კავშირები, ასევე კავშირები ბიზნესის და ტურიზმის სფეროებში, და რა თქმა უნდა, პოლიტიკურ-დიპლომატიური კავშირები“.

„ვაპირებთ მომავალ გაზაფხულზე ბიზნესმენთა ფორუმის ორგანიზებას, ასევე სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც კერძო პარტნიორებთან განიხილავს იქნება თუ არა საკმარისი ინტერესი ჯიურჯიულეშტისა და ფოთის პორტებს შორის პირდადპირი საზღვარო მარშრუტის შექმნაში, რაც საშუალებას მოგვცემს გავაძლიეროთ ჩვენი პირდაპიდი სავაჭრო ურთიერთობები და ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონი მოლდოვის რესპუბლიკის გავლით დანარჩენ ევროპას დავუკავშიროთ“, – აღნიშნა პოპესკუმ.

უკრაინის ომის კონტექსტში, მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მან ქართველ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა იმის თაობაზე, რომ „რუსეთის მიერ უკრაინის ენერგო ინსფრასტრუქტურის ბარბაროსული დაბომბვის შედეგად მოლდოვა 23 ნოემბერს რამდენიმე საათით ელექტროენერგიის გარეშე დარჩა“. „ნათელია, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ მოლდოვის რესპუბლიკის თითოეულ მოქალაქეზე აისახება, მიუხედავად მათი პოლიტიკური თუ გეოპოლიტიკური შეხედულებებისა“, – განაცხადა პოპესკუმ.

მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა

მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-მოლდოვას ორმხრივი ურთიერთობა, ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი, ამ პროცესში მჭიდრო კოორდინაცია და არსებული გამოწვევები განიხილეს.

მათვე ორი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის კონტექსტში ხაზი გაუსვეს საპარლამენტო განზომილების განსაკუთრებულ როლსა და საკანონმდებლო ორგანოს აქტიურ ჩართულობას, მათ შორის, ევროკომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების პროცესში.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია ორი ქვეყნის თანამშრომლობის გააქტიურება, განსაკუთრებით, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გამოცდილების ურთიერთგაზიარების კუთხით.

შეხვედრაზე ასევე გაცვალეს ინფორმაცია ევროკავშირის რეკომენდაციათა შესრულების პროცესზე, ევროკავშირთან შემდგომი თანამშრომლობის პრიორიტეტებზე და უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. ასევე, განიხილეს სხვადასხვა სფეროში ქვეყნებს შორის ურთიერთობათა გაღრმავების შესაძლებლობები.

თავის მხრივ, მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარემ Twitter-ზე დაწერა, რომ „მოლდოვას და საქართველოს საერთო გამოწვევები და ასევე საერთო მისწრაფებები აქვთ. ილია დარჩიაშვილთან განვიხილეთ უსაფრთოება რეგიონში, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, კრიზისი ლტოლვილების საკითხში და ევროპული გზა“.

„ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნებისთვის მთავარ სფეროებში თანამშრომლობას“, – დასძინა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button