Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველომ და რუმინეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა 11 ოქტომბერს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბების შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

შეთანხმება მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ, 1996 წლის 26 მარტს, საქართველოსა და რუმინეთს შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების დებულებებს ეყრდნობა. დეკლარაციით მხარეები კვლავ ადასტურებენ მტკიცე ურთიერთმხარდაჭერას, ორივე ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობის მიმართ, ასევე გაეროს ქარტიისა და ჰელსინკის დასკვნითი აქტის პრინციპებისადმი განუხრელ ერთგულებას და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების პატივისცემას.

დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსა და რუმინეთს გადაწყვეტილი აქვთ, რომ მათ შორის არსებული მყარი პარტნიორობა სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აიყვანონ.

„ჩემთვის დიდი პატივია, ჩემს კოლეგასთან, კლაუს იოჰანისთან ერთად ხელი მოვაწერო ერთობლივ დეკლარაციას სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

თავის მხრივ, პრეზიდენტმა იოჰანისმა ხაზი გაუსვა, რომ შეთანხმება ისტორიული მომენტია საქართველოსა და რუმინეთს შორის ორმხრივ ურთიერთობებში.

„ [საქართველოს] პრეზიდენტთან ერთად ერთობლივ დეკლარაციაზე ხელმოწერით, ჩვენ დავამყარეთ სტრატეგიული პარტნიორობა რუმინეთსა და საქართველოს შორის, როგორც ეს შეთანხმებული იყო 2019 წელს ნიუ-იორკში ჩვენი შეხვედრის დროს“, – აღნიშნა მან.

რუმინეთის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, შეთანხმების მეშვეობით ჩვენი ქვეყნები მიზნად ისახავენ გააუმჯობესონ საკუთარი კავშირები ტრანსპორტის, ენერგეტიკის სფეროებში, ასევე ხალხთა შორის კონტაქტების მიმართულებით.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button