ახალი ამბები

20 ივნისიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ 20 ივნისიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება.

ორშაბათიდან მოქალაქეებს პირბადის ტარების ვალდებულება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში ექნებათ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, გადაწყვეტილება ქვეყანაში კოვიდთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დასტაბილურებამ განაპირობა.


12 ივნისის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) კოვიდის სულ 1 658 755 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 641 348 გამოჯანმრთელდა, 16 838 გარდაიცვალა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button