skip to content
ახალი ამბები

მთავრობის ადმინისტრაციას ახალი უფროსი ჰყავს

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 10 მაისს მთავრობის ადმინისტრაციის ახალ უფროსად 46 წლის რევაზ ჯაველიძე დანიშნა.

პოსტზე ჯაველიძემ ილია დარჩიაშვილი შეცალა, რომელმაც 4 აპრილს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე გადაინაცვლა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დანიშვნამდე, ჯაველიძე, რომელიც ტეხასის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრია, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და მთავრობის საპარლამენტო მდივანი იყო.

მანამდე, 2018-2021 წლებში, იგი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტ „ზრდას“ ახალგაზრდულ პროგრამას ხელმძღვანელობდა. უფრო ადრე, 2015-2017 წლებში, მას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. მინისტრის მოადგილეობამდე, ჯაველიძე კერძო სექტორში სხვადასხვა თანამდებობაზე საქმიანობდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button