skip to content
ახალი ამბები

მთავრობის ადმინისტრაციას ახალი უფროსი ჰყავს

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 10 მარტს მთავრობის ადმინისტრაციის ახალ უფროსად, ილია დარჩიაშვილი დანიშნა, რომელიც მანამდე პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო.

თანამდებობაზე დარჩიაშვილმა კახაბერ ქემოკლიძე შეცვალა, რომელმაც პოსტი, დანიშვნიდან დაახლოებით ოც დღეში, 24 თებერვალს, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის შემდეგ მალევე დატოვა.

დარჩიაშვილი 2015-2016 წლებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, 2015 წელს კი – მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი იყო. მას სხვადასხვა დიპლომატიური თანამდებობაც ეკავა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button