skip to content
ახალი ამბები

საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ტელეფონით ისაუბრეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი 15 აპრილს უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას ტელეფონით ესაუბრა.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა Twitter-ზე დაწერა, რომ ქართველ კოლეგას „მიმდინარე რუსული შემოჭრის წინააღმდეგ უკრაინის გმირულ თავდაცვაზე“ ესაუბრა.

„მან საქართველოს მიერ უკრაინის უწყვეტ მხადაჭერაში დამარწმუნა“, – დაწერა კულებამ.

„მადლობელი ვარ მისი, კიდევ ერთხელ დადასტურებისთვის, რომ საქართველო არ უშვებს და არც დაუშვებს რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლას“, – თქვა დმიტრო კულებამ.

ასევე წაიკითხეთ:

მსგავსი/Related

Back to top button